Avanchy დაარსდა 2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროდუქცია გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და მრაველფეროვნებით.
ავანჩის საბავშვო პროდუქცია რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 4 თვის ასაკიდან 72 თვემდე.
თეფში შექმნილია ბამბუკისგან, რომლის სილიკონის სადგამი მჭიდროდ ეკვრის მაგიდის ზედაპირს. ბამბუკის თასისგან შესაძლებელია სილიკონის სადგამის მოშორება და ცალკე გარეცხვა.
საბავშვო ბამბუკის კოვზი გამორჩეულია მისი ერგონომიული დიზაინის ხელის მოსაკიდებლით, ხოლო კოვზის რბილი სილიკონის თავი არ უღიზიანებს პატარას ღრძილებს.
როგორც Avanchy-ის ყველა პროდუქტი, ეს თეფშიც ჰიპოალერგიული და არატოქსიკურია, რაც თქვენი პატარას კვების დროს აქცევს დაუვიწყარ და უსაფრთხო თავგადასავლად. სეტი შედგება: 1 საბავშვო თასი და 1 კოვზი
როგორ გამოვიყენოთ:
- მოათავსეთ ბამბუკის თეფში მაგიდაზე და მაგიდიდან მოსახსნელი ყუნწი მოაქციეთ თქვენი პატარასგან მოშორებით
- გააქტიურეთ ჰერმეტული საკეტი თასზე ხელის დაჭერით
- თასის მაგიდიდან მოსახსნელად უბრალოდ გამოქაჩეთ მოსახსნელი ყუნწი
მოვლა:
- საჭიროა თქვენი ბამბუკის პროდუქტი გაირეცხოს ხელით თბილი საპნიანი წყლით
- აცადეთ ბოლომდე გაშრობა
- სილიკონის რგოლი შეგიძლიათ მოხსნათ გარეცხვის დროს, მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დასაშვებია
- დაუშვებელია, მიკროტალღურ ღუმელში და ჭურჭლის სარეცხის მანქანაში ბამბუკის ჭურჭლის გამოყენება
- იმისათვის რომ შეინარჩუნოთ თქვენი ჭურჭლის პირვანდელი სახე პერიოდულად დაამუშავეთ საკვები ან ქოქოსის ზეთით ან ცვილით
- გამოიყენეთ რბილი ქსოვილის ნაჭერი ჭურჭლის დასამუშავებლად
- 1 საათით ან 1 ღამით დატოვეთ, რათა ჭურჭელმა ზეთი შეიწოვოს
- მშრალი და სუფთა ნაჭრით მოაშორეთ ზედმეტი სითხე