Avanchy დაარსდა 2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროდუქცია გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და მრაველფეროვნებით. ბამბუკის თასები და თეფშები რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 4 თვის ასაკიდან 72 თვემდე.
ავანჩის საბავშვო პროდუქტი ჰიპოალერგიული, არატოქსიკურია და ეკო მეგობრულია, რაც თქვენი პატარას კვების დროს აქცევს დაუვიწყარ და უსაფრთხო თავგადასავლად.
პროდუქცია შექმნილია ბამბუკისგან, რომლის სილიკონის სადგამი მჭიდროდ ეკვრის მაგიდის ზედაპირს. ბამბუკის თასისგან და თეფშისტან შესაძლებელია სილიკონის სადგამის მოშორება და ცალკე გარეცხვა.
საბავშვო ბამბუკის კოვზი გამორჩეულია მისი ერგონომიული დიზაინის ხელის მოსაკიდებლით, ხოლო კოვზის რბილი სილიკონის თავი არ უღიზიანებს პატარას ღრძილებს.
როგორ გამოვიყენოთ
- მოათავსეთ ბამბუკის თეფში მაგიდაზე და მაგიდიდან მოსახსნელი ყუნწი მოაქციეთ თქვენი პატარასგან შორს.
- გააქტიურეთ ჰერმეტული საკეტი თასზე ხელის დაჭერით.
- თასის მაგიდიდან მოსახსნელად უბრალოდ გამოქაჩეთ მოსახსნელი ყუნწი.
მოვლა
- საჭიროა თქვენი ბამბუკის პროდუქტი გაირეცხოს ხელით თბილი საპნიანი წყლით.
- აცადეთ ბოლომდე გაშრობა
- სილიკონის რგოლი შეგიძლიათ მოხსნათ გარეცხვის დროს, მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დასაშვებია.
- დაუშვებელია, მიკროტალღურ ღუმელში და ჭურჭლის სარეცხის მანქანაში ბამბუკის ჭურჭლის გამოყენება.
- იმისათვის რომ შეინარჩუნოთ თქვენი ჭურჭლის პირვანდელი სახე პერიოდულად დაამუშავეთ საკვები ან ქოქოსის ზეთით ან ცვილით.
- გამოიყენეთ რბილი ქსოვილის ნაჭერი ჭურჭლის დასამუშავებლად
- 1 საათით ან 1 ღამით დატოვეთ, რათა ჭურჭელმა ზეთი შეიწოვოს
- მშრალი და სუფთა ნაჭრით მოაშორეთ ზედმეტი სითხე.
პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები
- ორგანული ბამბუკი და სილიკონი; Organic bamboo and silicone
- ბამბუკი 100% ბიოდეგრადირებადი, ეკო-მეგობრული, არატოქსიკური მასალაა, რომელიც დაფარულია FDA-ის მიერ დამტკიცებული საკვები ლაქით.
- ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული, ჰიპოალერგიული
- არ შეიცავს პლასტმასს, BPA, PVC, ტყვიასა და ფტალატის მჟავას.