სიახლეები

როგორ გავრეცხოთ და მოვუაროთ ბამბუკის ჭურჭელს?

თუ თქვენი ბავშვი 6 თვისაა, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იგი უკვე მზადაა მყარი კვების გასაცნობად. ამ დროს კი თქვენი როლი ერთიანად იზრდება, რადგან უკვე პატარა გურმანისთვის უნდა მოამზადოთ საკვები.

აუცილებელია დავიცვათ საბავშვო ჭურჭლისა და კვებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთების (წინსაფრები, სკამ-მაგიდა) სისუფთავე, რათა არ გახდეს ბაქტერიებისა და მიკრობების ბუდე, რომელმაც შესაძლოა თქვენი პატარას ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

ძალიან ბევრმა ჭურჭლის მწარმოებელმა კომპანიამ, დედამიწაზე და მის კლიმატზე პლასტმასის  გავლენის შესამცირებლად, დაიწყო სხვადასხვა სახის ჭურჭლის ხისგან ან ბამბუკისგან დამზადება. სწორედ ამიტომ გასწავლით გზებს, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ თქვენი ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭლის თავდაპირველი იერსახე.

მთავარი კითხვა: როგორ მოვუაროთ და გავრეცხოთ ბამბუკის ჭურჭელი?

  1. არ ჩაალბოთ გასარეცხი ჭურჭელი

ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც დამზადებულია ხისგან აუცილებლად უნდა გაირეცხოს პირველივე შესაძლებლობისთანავე და არ უნდა ჩალბეს წყალში. ხეს თავისთავად ძალიან ბევრი ფორა აქვს, რომელსაც წყლის შთანთქმა შეუძლია –  ეს კი სოკოს გავრცელებისთვის შესანიშნავი პირობაა.

  1. გამოიყენეთ ჯაგრისი

ჯაგრისის გამოყენება საუკეთესო მეთოდია ხის ჭურჭლის გასარეცხად. ჯაგრისი, თბილი საპნიანი წყალი – ესაა რეცეპტი თქვენი უზადოდ სუფთა ჭურჭლისთვის.

  1. სანამ შეინახავთ – აუცილებლად გააშრეთ

სოკოს გაჩენისგან და ფერის შეცვლისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია გარეცხილი ბამბუკის ჭურჭელი გავაშროთ.

  1. გამოიყენეთ ბუნებრივი სარეცხი საშუალებები
  • საკვები სოდა

სოდის გამოყენებით თავიდან აირიდებთ სუნს ხის ჭურჭელში. გამოიყენეთ საკვები სოდა თბილ საპნიან წყალთან ერთად 1:2 შეფარდებით,. გარეცხეთ ჭურჭელი, შემდეგ კარგად გაავლეთ და დარწმუნებული იყავით, რომ არანაირი სუნი არ შეგაწუხებთ.

  • ცხელი წყალი

რადგან ხის ჭურჭელს აქვს ფორები, მასში შეიძლება ჩარჩეს საჭმლის ნარჩენები, ხოლო ცხელ წყალში გარეცხვა ყველა მიკრობსა და ბაქტერიას გააუვნებელყოფებს.

  • ლიმონი

გარდა იმისა, რომ ლიმონი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მისი გამოყენება ხის ჭურჭლის გასაწმენდადაც შეიძლება. ლიმონისა და ცხელი წყლის ნარევი გააჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივ.

  • ძმარი

ძმრის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ სუნი ჭურჭელზე. შეგიძლიათ ძმარი მიასხათ სპრეის სახით ან მასზე დაასხათ. ამის შემდეგ კი ჩვეულებრიც გარეცხავთ

  • ზეითუნის ზეთი

იმისათვის რომ შეინარჩუნოთ თქვენი ჭურჭლის პირვანდელი სახე, პერიოდულად დაამუშავეთ საკვები ან ქოქოსის ზეთით ან ცვილით. თვეში ერთხელ ცხიმით გაპოხვა ძალიან მნიშვნელოვნია, რათა ჭურჭელი უფრო დიდხანს გამოიყენოთ.