როგორ გავუმკვლავდეთ ჩვენს პატარა წუნია მჭამელს?
ყველას სურვილია, რომ ჩვენმა შვილებმა ადრეული ასაკიდან დააგემოვნონ სხვადასხვა საკვები. მაგრამ არავის უნდა, რომ პატარას მუდმივად ეხვეწოს “კიდევ ერთი კოვზზე“ ან თუნდაც დესერტის ჩამორთმევის შიშმა დაასრულებინოს ბავშვს კვება. თუ თქვენი ბავშვი ჭირვეული მჭამელია, რომელიც ყოველთვის თავს არიდებს ახალი პროდუქტის გასინჯვას, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხრიკი, რომელიც დაეხმარება თქვენს პატარას დაძლიოს ახალი გემოებისგან გამოწვეული შფოთვა.
აუცილებლად უნდა დაივიწყოთ “ძველი“ მიდგომა
ბავშვობაში ალბათ ყველას გვახსოვს, თუ როგორ გვეუბნებოდნენ ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები, რომ აუცილებლად თეფში უნდა მოგვესუფთავებინა. მაგრამ დღეს ეს მიდგომა და მეთოდი შეიცვალა. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბავშვები აუცილებლად უნდა ჩავრთოთ მათი კვების მენიუს დაგეგმვაში, ხოლო შემდეგ კი კერძის მომზადების დროს. ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება შეარჩიოს მისთვის განკუთვნილი ჯანსაღი კერძი. არაა აუცილებელი, რომ ყველა კერძი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს, საკმარისია მხოლოდ რომ არჩევანის საშუალება არსებობდეს. მაგალითად: ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ აირჩიოს მოხარშული თევზი პიურეს გარნირით ან მოხარშული თევზი მოხარშული დაჭრილი კარტოფილით.
ამ სტრატეგიის მთავარი მიზანი პასუხისმგებლობის გაყოფაა. დიახ, თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თქვენი შვილის მოთხოვნები, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია ჩართავთ თუ არა მათ მისი კვების რაციონში. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ის „უსაფრთხო და კარგად ნაცნობი პროდუქტი (Safe food)“, რომელიც თქვენს პატარას ძალიან მოსწონს და მასთან ერთად შეაპაროთ სხვა უფრო ექპერიმენტული ხასიათის ახალი პროდუქტები, გემოები და ტექსტურები.
ამ შემთხვევაში, ბავშვების მთავარი მისიაა, თქვენი შეთავაზებული ვარიანტებიდან აირჩიოს და შემდეგ რამდენს დააგემოვნებენ – თავად განსაზღვრონ. ამ სტრატეგიის მთავარი მიზანია, ბავშვმა ახალი გემო უკვე გასინჯულ და კარგად ნაცნობ პროდუქტთან ერთად მიირთვას. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ საკუთარი ავტონომიურობის შეგრძნება, რაც ახალი პროდუქტის გასინჯვის სტრესს შეუმსუბუქებს ანდაც თავიდან აარიდებს.
ღრმად ჩაისუნთქეთ
გახსოვდეთ: თქვენ ჩაებით იმ თამაშში, რომელიც მალე არ დასრულდება. არასდროს იფიქროთ, რომ ყოველი ჭამა გადარჩენისთვის ბრძოლაა. შეხედეთ მას, როგორც ჯანსაღი კვების უნარის განმავითარებელ აქტივობას.
ეს ყველაფერი თეორიულად ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს რჩევები პრაქტიკაში?
- პირველ რიგში უნდა გავწეროთ ჩვენი პატარას კვების გეგმა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ძალიან კარგი იქნება თუ ამ პროცესში მას ჩართავთ და ერთად გადაწყვეტთ ცადოთ გასინჯოთ რაიმე ახალი და ჯანსაღი
- წინასწარ მოიმარაგეთ ინგრედიენტები
- მოამზადეთ ჯანსაღი სნექები, მაგალითად, როგორიცაა სტაფილოსა და კიტრის ჩხირები, ვაშლისა და კენკრის ნაჭრეები.
- მომზადების დროს დაუძახეთ პატარა შეფებს, ამით მათ თვითშეფასებას აამაღლებთ და თან უფრო ახლოს გაეცნობიან იმ პროდუქტებს, რომელთა ჭამა და გასინჯვაც მოუწევთ.
- გამოიყენეთ სპეციალურად მათთვის შექმნილი საბავშვო ჭურჭელი და დანა-ჩანგალი.
- მიეცით ბავშვს უფლება თავად გასაზღვროს საკვების ულუფა.
სულ ესაა! თქვენ ვერც კი გაიგებთ როგორ ჩამოუყალიბდება თქვენს პატარას ჯანსაღი კვების ჩვევა. არეულობის არ შეგეშინდეთ, მაგასაც მოევლება. გამოიყენეთ გრძელმკლავიანი წინსაფრები და ჭურჭელი რომელიც მჭიდროდ ეკვრის მაგიდის ზედაპირს.
წარმატებებს გისურვებთ ამ საოცარ მოგზაურობაში, რომელსაც თქვენს პატარასთან ერთად გაივლით!