გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის www.patata.ge – ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ქვემოთ მოყვანილ პირობებზე.

წესები და პირობები

განახლება: 10 სექტემბერი, 2021

  1. ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ამიტომ რეკომენდირებულია პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.
  2. მომხმარებლის მიერ ვებ გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.
  3. წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა იკრძალება: კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება, კომპანიის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპანიამ ან უფლებათა მფლობელმა აშკარად გამოხატა თანხმობა ნებისმიერი პირის მიერ კონტენტის გამოყენებაზე;
  4. Patata.ge ან მისი პარტნიორი კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ შეფერხებებზე; მაგ. თუ თქვენ შეცდომით მიუთითეთ მისამართი.
  5. საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.
  6. ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიწოდების სერვისი ვრცელდება თბილისის მთელ ტერიტორიაზე. ასევე მიწოდება ხორციელდება რეგიონების მიმართლებითაც.
  7. შეკვეთის მიწოდება სტანდარტულად ხდება 1-2 სამუშაო დღეში, თუმცა ზოგიერთი შეკვეთის ჩაბარება შეიძლება მოხდეს 3-5 სამუშაო დღეში.
  8. ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენი პროდუქცია გადაეცემა კურიერს, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე.
  9. პროდუქციის მიტანისას, ცალკეულ შემთხვევაში, კურიერმა შესაძლოა, მომხმარებელს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შემკვეთის იდენტიფიცირების დასაზუსტებლად.
  10. ვებგვერდზე გამოყენებული ყველანაირი მასალა (ლოგო, ვიზუალური დიზაინი, პროდუქციის ფოტოები და ა.შ.) წარმოადგენს Patata.ge-ს ექსკლუზიურ საკუთრებას და არავის აქვს უფლება გამოიყენოს იგი ჩვენი ნებართვის გარეშე.

დაბრუნების პოლიტიკა

  1.  მომხმარებელი ახორციელებს საქონლის დასახელების, რაოდენობის და ხარისხის შემოწმებას გამყიდველისგან საქონლის მიღებისას და რაიმე სახის დაზიანების ან ნაკლის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიას, არ ჩაიბაროს ამანათი და კურიერს გამოატანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება და პროდუქციის უკან დაბრუნება არ მოხდება.
  2. გადაცვლის ან დაბრუნების შემთხვევაში თანხის დაბრუნება ხდება თავდაპირველი გადახდის მეთოდის შესაბამისად. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხის დაბრუნება ხდება ადგილზე, ხოლო საბანკო ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხის დაბრუნება ხორციელდება გადახდის თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

კონფიდენციალურობა

  1. ჩვენი კომპანიისთვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და ხდება ინფორმაციის მაქსიმალური დაცვა.
  2. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ თქვენი საიტზე ვიზიტისას და შეკვეთის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებული იქნას საიტზე სერვისების და მომსახურეობის გაუმჯობესებისთვის.
  3. მიღებული პერსონალური ინფორმაციის გაზიარება ან გაცემა არ ხდება სხვა კომპანიაზე გარდა იმ შემთხვევისა როცა კომპანია მოქმედებს როგორც ჩვენი წარმომადგენელი/პარტნიორი და თანხმობას აცხადებს ინფორმაციის დაცვაზე.
  4. Patata.ge არ ყიდის და არ ვაჭრობს თქვენი ინფორმაციით სხვა არააფილირებულ კომპანიებთან.
  5. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ ჩვენს საიტზე და მოგვაწოდეთ ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ნომერი), რათა მოხდეს პროდუქციის ადგილზე მიწოდება, თქვენ უფლება გაქვთ შეცვალოთ მოწოდებული ინფორმაცია ან მოითხოვოთ მისი წაშლა.
  6. დამატებითი კითხვებისთვის ან კომენტარებისთვის კონფიდენციალურობის თაობაზე დაგვიკავშირდით. ტელეფონზე ან ელ. ფოსტის საშუალებით.